კალათბურთი

19:50 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ილიჩი “მაკაბისთანაც” ტრავმირებული ითამაშებს

 

ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიას” სერბი ცენტრალური თავდამსხმელი მილე ილიჩი მიმდინარე 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში “მაკაბისთანაც” ტრავმირებული ხელით ითამაშებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ილიჩი “შსს აკადემიას” მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ შეუერთდა და პირველივე ვარჯიშში მარჯვენა ხელის მაჯა იღრძო და ამის გამო 5 დღე აღარ უვარჯიშია. აღნიშნულის მიუხედავად, ილიჩმა საქართველოს თასის მე-12 გათამაშების მეოთხედფინალში “ქუთაისი-2010”-ის წინააღმდეგ მაინც იასპარეზა და პირველ შეხვედრაში თანაგუნდელებს 24 ქულა და 18 მოხსნა მოუტანა.

გართულებული ტრავმა იყო მიზეზი, რომ ილიჩი აღნიშნული გუნდების განმეორებით შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულითა და 7 მოხსნით დაკმაყოფილდა. ტრავმის მიუხედავად, ილიჩმა მეოთხედფინალური სერიის დასრულების შემდეგ ვარჯიში გააგრძელა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, “მაკაბისთანაც” აპირებს თამაშს, რომელიც პირველ თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე დაიწყება.

0.116631