რაგბი

12:04 | 16.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

III რაუნდის წინ

 

დღეს თბილისის თასის პირველი გათამაშების დასკვნითი რაუნდის თამაშები გაიმართება და პირველი ჩემპიონიც გამოვლინდება. გამარჯვების შანსს ერთბაშად სამი გუნდი ინარჩუნებს, თუმცა, საუკეთესო პოზიციაში სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო XV-ია, რომელსაც მიზნის მისაღწევად ერთი პრემიალური ქულის აღებაც ყოფნის. 

საქართველო - სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო XV 

საქართველოსთან საფინალო დაპირისპირების წინ, სამხრეთ აფრიკელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯიმი სთოუნჰაუსმა შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა: 9 ნომერზე სონოვუიო ნიოკა ითამაშებს, 6 ნომერზე ჯაკო ბოუერი იქნება, ხოლო 8 ნომერზე ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებული რენალდო ბოთმა დადგება.

ჯიმი სთოუნჰაუსმა განაცხადა: “ირლანდიისგან განსხვავებით საქართველოსთან ძალზედ დაძაბული თამაში გველის. ჩვენ მინდორზე ფიზიკურად ძლიერი თამაშის მოლოდინში გავდივართ. მეტოქეს აბსოლიტურად ყველა პოზიციაზე ვეებერთელა და ზორბა ბიჭები ყავს. ყოველი მათგანი დიდი და ძლიერია, ვიცით, რომ წინ დიდი და მთავარი ბრძოლა გველის. რაღათქმაუნდა მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ”.

საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის 27-3 დამარცხების შემდეგ შემადგენლობაში ერთბაშად 11 ცვლილება განახორციელა. იმ შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ ბექა წიკლაური, ალექსანდრე თოდუა, ვახტანგ მაისურაძე და ბექა ბიწაძე დარჩნენ.

მილტონ ჰეიგმა განაცხადა: “თამაშებსა და ვარჯიშებზე ტრავმები მივიღეთ, რამაც ეს ცვლილებები გამოიწვია. მინდა ავღნიშნო, რომ შერჩეული ბიჭები ძალზედ მოტივირებულნი არიან და სულმოუთქმელად ელიან მომავალ დაპირისპირებას. მათ ეძლევათ თასის პირველი გათამაშების მოგების შესაძლებლობა და ისინი ამ მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად გაირჯებიან. აფრიკელებთან ნამდვილი დაპირისპირების მოლოდინში ვართ. ჩემს მიერ შერჩეული 22 მოთამაშე იაზრებს იმას, რომ მოწინააღმდეგეს ძალზედ ძლიერი უკანა ხაზი ეყოლება”.

 

მზარდი ირლანდია - ურუგვაი 

ირლანდიელთა მთავარი მწვრთნელი ალენ ქლარქი: “ხვალ ჩვენი შანსებისათვის ხორცის შესხმას ვაპირებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უამრავი შესაძლებლობა შევქმენით, მათი განხორციელება ვერცერთხელ შევძელით. ურუგვაელები ტრადიციისამებრ ბროძოლისუნარიანი, ქარიზმატულნი და ფიზიკურად ძლიერები არიან. სწორედ ამას მოველით ჩვენ მათგან”.

ტურნირის უკანასკნელი მატჩის წინ, ურუგვაელებმა სამი პოზიციური ცვლილება განახორციელეს. გასტონ გუვერნაუ, პაბლო ბუენო და ხოაკინ პრადამ ერთმანეთს უკანახაზში პოზიციები შეუცვალეს. ჰუკერზე არტურო ავალო ბრუნდება, რომელიც ნაკრებს უკაპიტნებს. ხუან დე ფრეიტასი მესამე ხაზში გადავა.

პაბლო ლემოინის ნაკრებს ჯერ ქულაც კი არ აუღია და ამიტომ, ისინი ყველა ღონეს იხმარენ მიზნის მისაღწევად. მისი თქმით: “კარგი თამაშის მოლოდინში ვართ. ჩემმა შედარებით ახალგაზრდა ნაკრებმა ურთულესი 12 დღე განვლო, მაგრამ მიღებული  გამოცდილებით ჩვენ ბევრს ვისწავლით. ხვალინდელ ჩვენს მიზანს მორკინალთა და ხაზის მოთამაშეთა შორის შეტევის ფაზების ცვლა წარმოადგენს. ვნახოთ თუ შევძლებთ გაცილებით ძლიერ ირლანდიის გუნდთან კარგ თამაშს”.

 

თბილისის თასი. 2013 წელი. “ავჭალა”

16 ივნისი. კვირა. III რაუნდი

საქართველო - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (14:00)

საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ბექა წიკლაური, 13. დავით კაჭარავა (კაპ.), 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. ანტონ ფეიქრიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი ნემსაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

სათადარიგოები: 16. რევაზ ბელქანია, 17. გიორგი თეთრაშვილი, 18. სიმონ მაისურაძე, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. გიორგი როხვაძე, 21. რევაზ ჯინჭველაშვილი, 22. ზურაბ ძნელაძე.

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

 

ურუგვაი - მზარდი ირლანდია (16:00)

 

  1. აფრიკა     2     2     0     0     56-17  9
  2. საქართველო     2     1     0     1     42-23  5
  3. ირლანდია  2     1     0     1     28-34  4
  4. ურუგვაი    2     0     0     2     12-64  0
0.145661