ფეხბურთი

21:20 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი შეთანხმებას უარყოფს და მოლაპარაკებებს ადასტურებს

ჯერ კიდევ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი გონსალო იგუაინი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მან “არსენალთან” შეთანხმებას უკვე მიაღწია. თუმცა, არგენტინელი ადასტურებს, რომ ლონდონელებთან, ისევე როგორც “იუვენტუსთან”, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“ხელი არაფერზე მომიწერია, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია შესული. არც კონტრაქტის დეტალები შემითანხმებია ვინმესთან და ჯერჯერობით, არც კლუბების მოლაპარაკებები დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, რომ “არსენალმა” და “იუვენტუსმა” “რეალს” მომგებიანი წინადადებები გაუკეთეს.” – ციტირებს იგუაინის სიტყვებს La Reppublica.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120438