“ნაპოლის” თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენა უსამართლობაა. ნეაპოლელები გუშინ ლონდონის “არსენალს” 2:0-ით გაუმასპინძლდნენ, მაგრამ 12 ქულით მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავეს.
“ასეთ იმედგაცრუებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. 12 ქულა გვაქვს, ისევე, როგორც “არსენალსა” და “ბორუსიას” და მერვედფინალს ვერ შევწვდით. არადა ზოგიერთ მეორეადგილოსანს ერთი მოგება ეყო. პირველად მოხდა, რომ გუნდმა ეტაპი ასე კარგად ჩაატარა და ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდა” – განაცხადა იგუაინმა.