ფეხბურთი

16:10 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

იგორ ტუდორი: "ეიფორია არ დამანახოთ"

სპლიტის "ჰაიდუკის" მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ერთი კვირის წინათ განაცხადა, გორის "დილა" ჩვენს დაპირისპირებაში ფავორიტიაო. თანაც, ხაზი გაუსვა: "აბსოლუტური ფავორიტი". ამჯერად კი, ტურინის "იუვენტუსისა" და ხორვატიის ნაკრების ყოფილი მცველი ასეთ განცხადებებს აღარ აკეთებს:

"ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, სამ ტურში 7 ქულა გვაქვს და ევროპის ლიგის ეტაპიც გადავლახეთ. 5 მატჩიდან ერთიც არ წაგვიგია, თუმცა ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ეს შეუძლებელია. ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ისეთი არაფერი გაგვიკეთებია. ყოველი მომდევნო მატჩი შესაძლებლობების დამტკიცების ახალი საშუალებაა. კარგია, რომ დადებითი აურა, მაგრამ ეიფორია არ დამანახოთ".

ტუდორი არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებს იმ ფაქტს, რომ საპასუხო მატჩი სტუმრად გაიმართება: "...მეტიც, ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ. მაინც ორივე მატჩი უნდა ჩატარდეს. მაგალითად, "დილამ" ჯერ შინ მოიგო 3:0 დანიელებთან, შემდეგ კი გასვლაზე 0:0 ითამაშა. ვიტყოდი, რომ ქართველებს ცოტა გაუმართლათ "ოლბორგთან", მაგრამ მთლიანობაში, ძალიან კარგი გუნდია "დილა". კარგად ფლობენ ბურთს და ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც ინდივიდუალური თამაში შეუძლიათ".    

ანტონ მაგლიცა ("ჰაიდუკის" ფეხბურთელი): "სპლიტთან" დერბიში კარგად ვითამაშეთ და 3:0 მოვიგეთ. ახლა "დილას' ვხვდებით, რომელიც მშვენიერი გუნდია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საპასუხო მატჩის წინ ფორა გვქონდეს. რაც მთავარია, გოლი არ უნდა გავუშვათ. ფანების იმედი გვაქვს. "დილას" თამაში ვნახეთ, მაგრამ მათ შორის იმ გუნდების წინააღმდეგ, რომელთა სახელიც არ გამიგია. ვუყურეთ "ოლბორგთან" შეხვედრასაც. "დილა" თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, სამფორვარდიან ტაქტიკას იყენებს. 

შეხსენებისთვის, "ჰაიდუკი"-"დილა" ხუთშაბათს სპლიტის "პოლიუდზე" თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118479