ფეხბურთი

12:26 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

იელიჩმა ინდივიდუალურად დაიწყო, “ზესტაფონს” აჯურუ და დოლიძე შეურთდნენ

 

“ზესტაფონის”სერბი ლეგიონერი იგორ იელიჩი, რომელმაც ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდი სამშობლოში გაიარა, ზესტაფონში დაბრუნდა და 16 იანვრიდან ინდივიდუალურად ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრესსამსახური იუწყება.

ასევე, ხუთშაბათს გუნდს შეურთდნენ გორის “დილას” ექსნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე და ნიგერიელი ნახევარმცველი ნაემეკა აჯურუ.

ზესტაფონში მოსული დიდი თოვლის გამო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მზადების პროცესში კორექტივები შეიტანა. პარასკევს, “ზესტაფონელებს” ორმხრივი თამაში უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო და გეგუჩაძემ მოთამაშეები შაბათამდე დაასვენა.

 

fczestafoni.ge-ს ფოტოები

0.130423