ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო გახდა.
აქამდე, რეკორდი არგენტინელ კარლოს ბიანკის ეკუთვნოდა, რომელმაც 1977-1978 წლების სეზონში ყველა ტურნირში მეტოქეთა კარი 39-ჯერ აიღო.
საფრანგეთის ლიგა 1-ის განვლილ ტურში, შვედმა ფორვარდმა “სენტ-ეტიენთან” დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში მის მერ გატანილი ბურთების რაოდენობამ ორმოცს მიაღწია.
“რეკორდები მნიშვნელოვანი თქვენთვის და არა ჩემთვის. მე უბრალოდ მოედანზე გავდივარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.