“პარი სენ ჟერმენის” ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდის მიერ საფრანგეთის სუპერთაზე “ბორდოს” დამარცხების (2:1) შემდეგ კომენტარს აკეთებს.
“ტიტული მოვიგეთ, რის გამოც ყველა მოხარული ვართ. მართალია, საუკეთესო თამაში არ ჩაგვიტარებია, მაგრამ გამარჯვება მაინც ვიზეიმეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელშიც შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ. ყველაფერი კარგად იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები მოვიდნენ, ცოტა დრო გვჭირდება.” – ციტირებს ზლატანის სიტყვებს Le Parisien-ი.