“პარი სენ ჟერმენის” შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მისი “იუვენტუსში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება. იბრას თქმით, ტურინელთა მხრიდან მისით დაინტერესება მისთვის დიდი პატივია, მაგრამ ის მხოლოდ პსჟ-სთან ერთად ტიტულის მოგებაზე ფიქრობს.
“პსჟ-სთან კონტრაქტი მაკავშირებს. თუმცა, თუ “იუვენტუსი” ჩემით მართლაც დაინტერესდა, ეს დიდი პატივია, რადგან “იუვე” ფანტასტიკური გუნდია, რომელშიც უკვე მითამაშია.
“იუვენტუსს” ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდთან ერთად ტიტულის მოგებაზე ვფიქრობ.” – აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, ზლატანის აგენტმა, მინო რაიოლამ მისი კლიენტის “იუვენტუსში” დაბრუნება არ გამორიცხა, მაგრამ ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ იბრას ხელფასის გადახდა არცერთ იტალიურ კლუბს არ შეუძლია, მათ შორის, არც “იუვეს”.