შვედეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის ეროვნული ნაკრებს თავდამსხმელ არტიომ ძიუბას მაისური გაუცვალოს.
ცოტა ხნის წინათ რუსმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მაისურების გაცვლის სურვილი გამოთქვა, რაზეც შვედმა თავდამსხმელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ძიუბას ჩემი მაისური უნდა? პრობლემა არაა. იგი ჩემ მაისურს მიიღებს."
ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, შვედები შინ რუსეთის ეროვნულ ნაკრებს 9 ოქტომბერს უმასპინძლებენ.
გიორგი ბალახაძე