“სან ანტონიოს” სუპერტრიომ ტიმ დანკანის, მანუ ჯინობილის და ტონი პარკერის შემადგენლობით, ნბა-ს პლეი ოფებში 110-ე გამარჯვება იზეიმა და აღნიშნულის წყალობით, საუკეთესო შედეგის მქონე “ლეიკერსის” სამეულს – კარიმ აბდულ-ჯაბარი, მეჯიკ ჯონსონი, მაიკლ კუპერი – გაუტოლდა.
“სპურზმა” მორიგ წარმატებას დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში მიაღწია, რომელშიც “
გამორჩეული მატჩი ჰქონდა მასპინძელთა გამთამაშებელ ტონი პარკერს. ფრანგმა კალათბურთელმა 12 შედეგიანი პასი მიითვალა და პლეი ოფში საუკეთესო ასისტენტების დავაში ლეგენდარულ აიზია ტომასს გადაასწრო. ახლა, ტონის აქტივში 994 პასია (ტომასის მონაგარი 987-ს უტოლდება) და იგი მოწინავე ათეულს აგვირგვინებს.
აღსანიშნავია, რომ პარკერს და მთლიანად “სან ანტონიოს” საქმე გაცილებით გაუიოლა სერჟ იბაკას არყოფნამ, რისი წყალობითაც ტეხასელებმა ფარქვეშიდან 66 ქულის ჩაგდება მოახერხეს, ოკლაჰომელებს კი იდენტურ გრაფაში მხოლოდ 32 ქულა ჰქონდათ.
“ჩვენ ფარქვეშ შესვლას ხშირად ვიყენებთ და ცხადია, იმ ფაქტმა, რომ იქ იბაკა არ გვხვდებოდა, დიდი სამსახური გაგვიწია. ცხადია, ამ ელემენტს მომავალშიც გავითვალისწინებთ”, - განაცხადა პარკერმა.
სხვათა შორის, თავად იბაკა, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა აწუხებს, მოედანზე გასასვლელად თავს არ ზოგავს. წინასწარი ინფორმაციით, ფრანგ ფორვარდს სრულად მომჯობინებისთვის 1-2 თვე სჭირდება, თუმცა, იგი მზადაა, რისკზე წავიდეს. სერჟის განცხადებით, თუკი ”სანდერმა” “სპურზის” ბარიერი დასძლია, იგი ფინალში სათამაშოდ ტრავმირებული ფეხითაც კი გავა.
რამდენად შესძლებს გუნდის დახმარებას იბაკა, გაურკვეველია, თუმცა, ოკლაჰომელებმა დაცვაში თამაში რომ უნდა გააუმჯობესონ, ეს ფაქტია. აღნიშნულის შესახებ, “ჩაგდებული” თამაშის შემდეგ, “სანდერის” მთავარმა მწვრთნელმა სკოტ ბრუქსმაც ისაუბრა.
“დაცვაში საგრძნობლად უნდა მოვუმატოთ. დღეს მეტოქეს ყველაფრის გაკეთების საშუალება მივეცით, რაც მათ მოისურვეს. დაცვა ჩვენი ძლიერი მხარეა, თუმცა, ფაქტი სახეზეა. ისეთი ვერაფერი მოვიმოქმედეთ, რაც “სპურზის” კალათბურთელებს შეაჩერებდა”.
დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-2 მატჩი ისევ სან ანტონიოში 22 მაისის დილას შედგება.