ფეხბურთი

2:48 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილს "ინტერში" კვირკველიაც შეუერთდება

 

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ალექსანდრე იაშვილის გარდა, ბაქოს "ინტერში" დავით კვირკველიაც ითამაშებს. როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველს "ინტერის" თავკაცი კახა ცხადაძე უკვე მოელაპარაკა. გეცოდინებათ, "ინტერში" მარცხენა მცველად ილია კანდელაკი თამაშობდა. კანდელაკი, აბრამიძე, ადამია და მეკარე თევდორაძე "ინტერში" აღარ ირიცხებიან. ქართველებიდან, კახა ცხადაძის გარდა, გუნდში დარჩნენ მეკარე გიორგი ლომაია და ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე.

კვირკველიამ ბოლო ერთი წელი გორი "დილაში" გაატარა და ბუნებრივია, ერთ-ერთი გამორჩეული იყო არა მხოლოდ თავის გუნდში, არამედ მთლიანად ჩემპიონატში.   

0.118153