“მანჩსეტერ იუნაიტედის” შემტევი ეშლი იანგი ფეხბურთის თამაშს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი მანჩესტერულ დერბიში მიღებული ტრავმაა.
იანგმა ტრავმა “სიტისთან” გამართული შეხვედრის ბოლო წუთზე მიიღო და ის იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 27 წლის ფეხბურთელს კოჭი აქვს დაზიანებული და ალექს ფერგიუსონის თქმით, მას 2 კვირა გაუცდება.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, იანგმა 19 თამაში ჩაატარა და თავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.