ფეხბურთი

23:42 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

იაკინმა ჯანოს მხოლოდ წუთი დაუთმო

 

რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვური დერბი გაიმართა და სპარტაკმა 1:0 სძლია ცსკა-ს. წინა ორი ტურისგან განსხვავებით, ჯანო ანანიძე სასტარტოში არ იყო და მხოლოდ ბოლო ერთი წუთი ათამაშა მწვრთნელმა მურატ იაკინმა. საწყენი იქნება, თუ იაკინი შემდეგაც ასე გააგრძელებს. როგორც ჩანს, წინა ტურში ჯანოს თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

რუსეთის პირველ დივიზიონში, "სკა-ენერგიამ" შინ 1:1 ითამაშა "ტიუმენთან". გოგიტა გოგუამ, კახა ალადაშვილმა და  გუჯა რუხაიამ 90 წუთი დაჰყვეს მინდორზე, ხოლო ლაშა იმედაშვილი (ფორვარდი ქართული პასპორტით) 71-ე წუთზე შევიდა მინდორზე. რუხაიამ და გოგუამ გაფრთხილებები მიიღეს.

0.119087