“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერის იაია ტურეს გუნდიდან წასვლის შესახებ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი იწერება.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოტდივუარელი კლუბის ხელმძღვანელებთან კონფლიქტის გამო “სიტიდან” წასვლას აპირებდა, თუმცა გუშინ SkySports-მა ტურეს კომენტარი გამოაქვეყნა:
“ბევრი განსხვავებული ჭორი გავრცელდა, მაგრამ წასვლას არსად ვაპირებ და “სიტიში” თამაში კონტრაქტის ბოლომდე მსურს. არანაირი უთანხმოება არ არსებობს და ყველაფერი კარგადაა” – განაცხადა ტურემ.
გასულ სეზონში ტურემ 49 მატჩში 24 გოლი გაიტანა, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის ბრწყინვალე შედეგია.
ლევან გოგოტიშვილი