“მანჩესტერ სიტის” კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე “ქალაქელების” მიერ განხროციელებული ტრანსფერებით კმაყოფილია და ახალ სეზონს ოპტიმიზმით ხვდება.
“მიხარია როდესაც ვხედავ, რომ კლუბი ახალ ფეხბურთელებს იმატებს. ნეგრედო, ნავასი, ფერნანდინიო და იოვეტიჩი – ყველა მათგანი თავისი ქვეყნის ნაკრების წევრია და ისინი “სიტის” სარგებელს მოუტანენ.
ასეთი ფეხბურთელები გვჭირდებოდა და საჭირო ტრანსფერები განვახორციელეთ კიდეც. ვფიქრობ, კარგი სეზონი გვექნება. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ პროდუქტიულიც. იმედი მაქვს, ტიტულებს მოვიგებთ.” – ციტირებს ტურეს სიტყვებს The Guardian-ი.