“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ “სიტიში” თავს ბრწყინვალედ გრძნობს და უნდა, რომ ამ კლუბში საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე ითამაშოს.
“მინდა სულ ამ გუნდში ვიყო და მისთვის რაც შეიძლება მეტი სარგებლის მოტანა შევძლო. აქამდე სადაც კი მითამაშია, 2-3 წელზე მეტხანს ვერსად ვჩერდებოდი, “სიტიში” კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მესამე წელია აქ ვარ და მზად ვარ, კარიერის დასრულებამდე არსად წავიდე” – განაცხადა იაია ტურემ.