ფეხბურთი

18:41 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსისთვის ბრძოლაში "არსენალიც" ჩაერთო

 

მსოფლიო ჩემპიონი, გერმანიის ეროვნული ნაკრების და დორტმუნდის "ბორუსიის" მცველი მატს ჰუმელსი, "ლონდონის "არსენალის" ინტერესის სფეროში მოხვდა. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ტომას ვერმალენის "ბარსელონაში" წასვლის შემდეგ, ინგლისელები დაცვის გაძლიერებას, ჰუმელსის სახით აპირებენ.

მოგეხსენებათ, გერმანელი ფეხბურთელისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენს და ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანქასაც ჩამოდის. გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდელები მსოფლიო ჩემპიონის დათმობას 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებენ.

ჯერჯერობით, ცნობა იმის შესახებ, რომ "მეთოფეებმა" გერმანელებს რაიმე ოფიციალური წინადადებით მიმართეს, არ არსებობს. გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 6 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119629