ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “დორტმუნდის” მცველი მატს ჰუმელსი კატალონიის “ბარსელონაში” არ გადავა. დორტმუნდელთა გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოჰიმ ვაცკემ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბარში გავრცელებული ჭორები უარყო.
“რა კომენტარი შემიძლია გავუკეთო ჰუმელსის “ბარსელონაში” გადასვლას? ეს აბსოლუტური სიცრუეა. გარწმუნებთ, ყველაფერი პრესის მოგონილია. ამ ინფორმაციაში სიმართლის მარცვალიც კი არაა”, - განაცხადა ვაცკემ.
გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში, “ბარსელონა” ჰუმელსში 35 მილიონ ევროს გადაიხდიდა და გერმანელი “კამპ ნოუზე” გადაბარგდებოდა.