ფეხბურთი

13:47 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ჰოვერლას" სანდრო კობახიძის იჯარით აყვანა სურს

 

უკრაინული პრესის ცნობით, უჟგოროდის "ჰოვერლას" "დნიპროდან" სამი ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს. ესენი არიან ოლეინიკი, კულაკოვი და სანდრო კობახიძე. სამივე მათგანს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო გასულ ორ ტურში.

"ჰოვერლა" გასულ სეზონში ბოლოსწინა ადგილზე გავიდა და წესით, ამ სეზონში პრემიერლიგაში არ უნდა დაეწყო თამაში, მაგრამ "კრივბასი" დაიშალა და მისი ადგილი უჟგოროდელებმა დაიკავეს.


 

0.115192