კალათბურთი

11:39 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰორფორდმა ფაჩულია ტკბილად გაიხსენა

ატლანტა ჰოუქსში” ზაზა ფაჩულიას ყოფილმა თანაგუნდელმა ალ ჰორფორდმა Sports illustrated-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველ ცენტრზეც ისაუბრა. კითხვაზე, თუ რამდენად დააკლდათ ჯორჯიელებს ფაჩულია, რომელიც გუნდში დიდ სამუშაოს ასრულებდა, დომინიკელმა კალათბურთელმა ასე უპასუხა:

“ცხადია, ზაზა ძალიან დაგვაკლდა და არა მხოლოდ მოედანზე. ჩვენ ერთმანეთთან კარგი მეგობრობა გვაკავშირებს და ოჯახებითაც ძალიან ახლოს ვართ”.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია “ჰოუქსის” ღირსებას 2005-დან 2013 წლამდე იცავდა, ამჯერად კი “მილუოკი ბაქსში” ირიცხება, თუმცა, ტრავმა აქვს და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113942