ფეხბურთი

14:07 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰონდას მილანური განრიგი

დღეს იაპონელი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა იტალიაში ჩავა და “მილანის” ბაზას მიაშურებს. მოსკოვის “ცსკა”-ს ფეხბურთელის “მილანში” გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია. მისი ოფიციალური წარდგენა კი 8 იანვრისთვის იგეგმება.

იტალიური პრესის ცნობით, 27 წლის ჰონდა 5 იანვარს სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 6-ში “სან-სიროს” ესტუმრება და იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩს დაესწრება, რომელშიც “მილანი” “ატალანტას” უმასპინძლებს. 7 იანვარს კი კლუბთან ერთად პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

კეისუკე ჰონდა “მილანში” 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სავარაუდოდ, მისი დებიუტი 12 იანვარს შედგება, “სასუოლოსთან” შეხვედრაში.

0.104857