დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო სეზონში, მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა იტალიურ “მილანში” გადავა. Football Italia-ს ცნობით, “როსონერის” იაპონიის ეროვნული ნაკრების პლეიმეიკერისთვის 10-ნომრიანი მაისური აქვს გადანახული.
ჰონდას არმიელებთან მოქმედი ხელშეკრულება დეკემბერში ეწურება. ამრიგად, აზიელი ნახევარმცველი აპენინებზე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.
შეგახსენებთ, რომ “მილანი” ჰონდას გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო სეზონშიც ცდილობდა, მაგრამ კლუბები ფინანსურ დეტალებზე ვერ მორიგდნენ.