ჯერ კიდევ მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ “მილანთან” 4.5-წლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. L’Equipe-ს ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკება იურიდიულად უკვე გააფორმეს.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კონტრაქტი ძალაში 2014 წლის იანვრიდან შევა. მოგეხსენებათ, ჰონდა თავისუფალი აგენტი ხდება და “მილანს” მასში ფულის გადახდა არ უწევს.
ცნობისათვის, ჰონდა არმიელთა ღირსებას 2010 წლიდან იცავს. ხმები მისი “მილანში” გადასვლის შესახებ ზაფხულშიც ვრცელდებოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.