ფეხბურთი

10:31 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰონდა ხელფასის შემცირებაზე თანახმაა

მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა “მილანში” ტრანსფერის დასაჩქარებლად მზადაა ხელფასის შემცირებას დათანხმდეს. ამის შესახებ Milan News-ი იუწყება.

თავდაპირველად, 27 წლის იაპონელი იტალიელებს წლიურ 2.5 მილიონ ევროზე შეუთანხმდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრანსფერი გაჭიანურდა და მოსკოველებმაც მეტი თანხა მოითხოვეს, ჰონდა მზადაა, ახალ კლუბში 1.8 მილიონი ევრო მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, ჰონდა თავისუფალი აგენტი ხდება.

 

1.146621