ფეხბურთი

17:18 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰონდა “მილანში”?

 

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “მილანის” საზაფხულო სატრანსფერო პოლიტიკის მთავარი სამიზნე მოსკოვის ცსკა-ს იაპონელი შუახაზელი კეისუკე ჰონდა ყოფილა. “მილანის” წარმომადგენლებს ფეხბურთელთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გაუმართავთ, თუმცა კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა.

სავარაუდოდ, მოსკოველები ჰონდას 13 ივლისამდე შეინარჩუნებენ. ამ დღეს არმიელები რუსეთის სუპერთასის მატჩში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” ხვდებიან და იაპონელის იმედი აქვთ. თავის მხრივ, არც “მილანი” იჩქარებს. იტალიელები ჯერ განელი კევინ პრინს ბოატენგის გაყიდვას გეგმავენ.

იტალიური გამოცემის ვარაუდით, ამ ზაფხულს ჰონდას “მილანში” გადასვლის დიდი შანსი აქვს.

0.119848