“მილანის” იაპონელმა ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ ბოლო ვარჯიში გამოტოვა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მაშინ, როდესაც ძირითადი გუნდი მინდორზე ემზადებოდა, ჰონდა ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშობდა. ჰონდას მსგავსად, მცველი კრისტიან საპატაც ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. მიზეზზე კი არავინ საუბრობს.
კეისუკე ჰონდა “მილანში” ზამთრის სატრანსფერო სეზონზე გადავიდა და უკვე იტალიის ჩემპიონატში ოთხი თამაშის ჩატარება და ერთი საგოლე პასის გაკეთებაც მოასწრო.