მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა შემტევმა უილფრიდ ზაჰამ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და განათხოვრების წესით “კარდიფში” გადავიდა, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მის ჩამოწერას ნაადრევად მიიჩნევს.
The Telegraph-ის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი ეროვნული გუნდის მიერ დანიასთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გუნდის განაცხადში იქნება.
ვარაუდობენ, რომ ჰოჯსონი გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება, 13 მაისს დაასახელებს, 23-კაციანი განაცხადი კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მაგრამ მანამდე მთავარი მწვრთნელი აპირებს, საქმეში არა მხოლოდ ზაჰა, არამედ ადამ ჯონსი, ანდროს თაუნსენდი, ალექს ოქსკეიდ-ჩემბერლენი და რაჰიმ სტერლინგიც იხილოს.
ზაჰა “მანჩესტერ იუნაიტედში” მიმდინარე სეზონის წინ “კრისტალ პალასიდან” გადავიდა, მაგრამ პრემიერლიგის მხოლოდ ორ, სულ კი 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. “კარდიფის” მაისურით მან პრემიერლიგის სამ შეიხვედრაში ითამაშა, ინგლისის ეროვნული გუნდის მაისური კი, 2012 წლიდან დღემდე ორჯერ მოირგო.