კალათბურთი

16:29 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუსტონს” და “ვაშინგტონს” მიზნამდე თითო გამარჯვება რჩებათ

“ჰიუსტონ როკიტსის” ლიდერებმა ჯეიმს ჰარდენმა, ჩენდლერ პარსონსმა და დუაიტ ჰოვარდმა “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერთან” სერიის მე-4 მატჩში ჯამში 79 ქულა ჩააგდეს, სტუმრებს კი პირველი ტაიმის შემდეგ 10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა, მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ.

პორტლენდელთაგან 20-ქულიან ზღვარს ერთბაშად 4 კალათბურთელი გადასცილდა, “ტრეილ ბლეიზერსმა” კი თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც 123:120 მოიგო და სერიაში 3:1 დაწინაურდა.

მიზანთან ახლოსაა “ვაშინგტონ უიზარდსიც”, რომელიც ამავე ანგარიშით თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდს “ჩიკაგო ბულზს” ამარცხებს. მასპინძლებს ტრევორ არიზამ ულიდერა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო და საპლეიოფო რეკორდი დაამყარა. 32 ქულით ასევე პირადი მიღწევა დააფიქსირა ჩიკაგოელმა ტაჯ გიბსონმა, თუმცა, მისი გარჯა ამაო გამოდგა.

საყაიმო ანგარიშია კიდევ ორ სერიაში. “უორიორსმა” უხვქულიან მატჩში პირველივე მეოთხედში ლამის 40 ქულა ჩაუგდო “ლოს ანჟელეს კლიპერსს” და 118:97 გაანადგურა, ხოლო “ბრუკლინ ნეთსმა” შინ კანადურ “ტორონტო რეპტორზთან” მოულოდნელი მარცხი განიცადა – 79:87.

 

ვაშინგტონი – ჩიკაგო 98:89 (28:18, 27:22, 27:22, 16:27)

ვაშინგტონი: არიზა (30 ქ. 8 მ.), ბილი (18 ქ.), გორტატი (17 ქ.), უოლი (15 ქ. 10 პ.), ბუკერი (8 ქ. 9 მ.); უებსტერი (8 ქ.), გუდენი (2 ქ.), მილერი, ჰარინგტონი, სერაფინი.

ჩიკაგო: ბატლერი (16 ქ.), ნოა (10 ქ. 15 მ.), ბუზერი (8 ქ. 8 მ.), ჰაინრიხი (7 ქ. 7 პ.), დანლივი (6 ქ.); გიბსონი (32 ქ. 7 მ.), ოგასტინი (8 ქ.), სნელი (2 ქ.).

ვაშინგტონი იგებს სერიას 3:1

 

გოლდენ სტეიტი – კლიპერსი 118:97 (39:24, 27:24, 23:23, 29:26)

გოლდენ სტეიტი: კარი (33 ქ. 7 მ. 7 პ.), იგუდალა (22 ქ. 9 პ.), ტომპსონი (15 ქ.), ლი (15 ქ.), გრინი (4 ქ.); ბარნსი (15 ქ.), ო’ნილი (5 ქ.), არმსტრონგი (4 ქ.), ბლეიკი (3 ქ.), სპეიტსი (2 ქ.), კუზმიჩი.

კლიპერსი: გრიფინი (21 ქ.), პოლი (16 ქ. 6 პ.), რედიკი (12 ქ.), ბარნსი (10 ქ.), ჯორდანი; კროუფორდი (26 ქ.), კოლისონი (6 ქ.), თურქოღლუ (3 ქ.), ჰოლინზი (3 ქ.), გრინი, დადლი, გრეინჯერი, დევისი.

სერიაში ანგარიშია 2:2

 

ბრუკლინი – ტორონტო 79:87 (22:35, 22:16, 23:16, 12:20)

ბრუკლინი: პირსი (22 ქ.), უილიამსი (10 ქ. 6 პ.), გარნეტი (10 ქ.), ლივინსგტონი (9 ქ.), ჯონსონი (7 ქ.); ტელეტოვიჩი (12 ქ.), ბლატჩი (4 ქ. 7 მ.), ანდერსონი (3 ქ.), კირილენკო (1 ქ.), პლამლი (1 ქ.).

ტორონტო: დეროზანი (24 ქ.), ლოური (22 ქ.), ჯონსონი (17 ქ.), ვალანჩიუნასი (6 ქ.), როსი; ვასკესი (9 ქ. 9 პ.), პატერსონი (9 ქ. 9 მ.), სელმონსი, ნოვაკი, ჰეიესი.

სერიაში ანგარიშია 2:2

 

პორტლენდი – ჰიუსტონი 123:120 ოტ. (23:29, 28:32, 28:23, 27:22, 17:14)

პორტლენდი: ოლდრიჯი (29 ქ. 10 მ. 4 დ.), ბატუმი (25 ქ. 6 პ.), ლილარდი (23 ქ. 8 პ.), მეტიუზი (21 ქ.), ლოპესი (6 ქ. 11 მ.); უილიამსი (9 ქ.), რაიტი (8 ქ.), რობინსონი (2 ქ.), ფრილენდი.

ჰიუსტონი: ჰარდენი (28 ქ. 6 პ.), პარსონსი (26 ქ. 8 მ.), ჰოვარდი (25 ქ. 14 მ.), ბევერლი (6 ქ.), აშიკი (6 ქ. 8 მ.); დენიელსი (17 ქ.), ჯონსი (8 ქ.), ლინი (4 ქ.).

პორტლენდი იგებს სერიას 3:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110207