ავსტრალიელი ვეტერანი ჩოგბურთელი ლეიტონ ჰიუიტი 2014 წელს პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ტურნირი ერთბაშად ერთეულთა და წყვილთა თანრიგში მოიგო. აშშ-ის ნიუპორტის შეჯიბრების ერთეულთა ფინალში ჰიუიტმა ხორვატ ივო კარლოვიჩს 6:3, 6:7, 7:6 სძლია, ხოლო ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ლეიტონმა თანამემამულე კრის გუჩიონესთან ტანდემში ამერიკელ რაჯივ რამისა და ებრაელი იონათან ერლიხის დუეტს მოუგო.
ამასობაში ლეიტონ ჰიუიტი მოქმედ ჩოგბურთელებში მოგებულ ტურნირთა რაოდენობით (ავსტრალიელის აქტივში 30 ტიტულია) მხოლოდ როჯერ ფედერერს (79), რაფა ნადალს (64) და ნოვაკ ჯოკოვიჩს (45) ჩამორჩება.
ჰიუიტი 2012 და 2013 წლებში ნიუპორტის ტურნირის ერთეულთა თანრიგის ფინალში გადიოდა, თუმცა ორივეჯერ გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა.