ფეხბურთი

12:33 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰიტცფელდი ბეილის ტრანსფერს აკრიტიკებს

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი არასამართლიანად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გუნდი, რომელსაც დიდი ვალები აქვს, ფეხბურთელის ტრანსფერში 100 მილიონ ევროს იხდის.

64 წლის სპეციალისტმა, Futbol Tactico-სთან, თავის ყოფილ კლუბ “ბაიერნზეც” ისაუბრა.

“გარეტ ბეილის ამ ტრანსფერის ნორმალურად აღქმა ძალიან რთულია. არ მესმის როგორ შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ, როდესაც ძალიან დიდი ვალი გაქვს. არასამართლიანად მიმაჩნია ის, რომ ამხელა ვალის მქონე “რეალს” ფეხბურთელის შეძენაში ასეთი თანხის გადახდა შეუძლია. “ბაიერნისა” და “რეალის” შედარება არც კი შეიძლება. “ბაიერნი” ძალიან კარგი კლუბია, რომელსაც არა აქვს ვალები. ის მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს ყიდულობს, რომლის შეძენის უფლებასაც მას ეკონომიკური პოტენციალი აძლევს. ის იხდიდა დიდ ფულს, მაგრამ რომელიმე ორგანიზაციის, ან კლუბის ვალი არასდროს ქონია” - განაცხადა ჰიტცფელდმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11848