ფეხბურთი

11:23 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესმა ზამერის თემა დახურა

 

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ კლუბის სპორტულ დირექტორ მატიას ზამერთან პრობლემები არ აქვს.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგაში “ბაიერნის” მიერ “ჰანოვერის” 2:0 ძლევის შემდეგ, ზამერმა ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდის უსახური თამაში გააპროტესტა და იქვე დასძინა, ამით, კლუბის პრეზიდენტიც უკმაყოფილოაო. ჰიონესმა კი მაშინვე აღნიშნა, რომ კრიტიკის აუცილებლობას ვერ ხედავდა.

“ამ თემასთან დაკავშირებით ზამერთან ვისაუბრე და საკითხი უკვე ნაკლებად აქტუალურია. შესაბამისად, განვრცობას აღარ ექვემდებარება”, – განაცხადა “ბაიერნის” პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111107