მიუნხენის “ბაიერნის” ექსპრეზიდენტი ული ჰიონესი, რომელიც ფინანსური მაქინაციების გამო მეორე თვეა, ციხეშია, ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. Bild-ის ინფორმაციით, ჰიონესი გულმა შეაწუხა და შტარნბერგის კლინიკაში დააწვინეს.
ული ჰიონესი საავადმყოფოში სრულად გამოჯანმრთელებამდე დარჩება. შემდეგ კი კვლავ ციხეში დააბრუნებენ. შეგახსენებთ, ბავარიული კლუბის თავკაცს 3 წელი და 6 თვე აქვს მისჯილი.