კალათბურთი

12:35 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანს “ფენერბაჰჩე” ეპატიჟება

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი რიკი ჰიკმანი, შესაძლოა, სტამბულის “ფენერბაჰჩეს”  წევრი გახდეს. თურქულმა გრანდმა რიკის უკვე შესთავაზა ორწლიანი კონტრაქტი და მის პასუხს ელის.

როგორც ირკვევა, ჰიკმანს საქმე ასარჩევად აქვს, რადგანაც მის გადაბირებას სხვა თურქული კლუბები – “ანადოლუ ეფესი” და მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიც” ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ჰიკმანის დიდი დახმარებით, გასულ სეზონში თელ-ავივის “მაკაბი” ევროლიგის გამარჯვებული გახდა, ტავად რიკი კი ტურნირის მე-2 სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ “მაკაბის” დატოვებას აპირებს გუნდის კიდევ ერთი წამყვანი უკანახაზელი ტაირის რაისი. მას მადრიდის “რეალში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ბოლო პერიოდში უფრო აქტუალური რუსულ “ხიმკიში” ტრანსფერი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116226