კალათბურთი

1:02 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანმა გაიბრწყინა, მარკოიშვილი ისევ ტრავმირებულია

ევროლიგის ტოპ-16-ის გათამაშების პირველ ტურში მანუჩარ მარკოიშვილის ”გალათასარაი” რიკი ჰიკმანის “მაკაბის” დაუხვდა და 84:90 წააგო. “მანუს” შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა კი მოედანზე 32:30 წუთი გაატარა და ბრწყინვალედაც გაისარჯა.

ჰიკმანმა 11-დან 8 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 24 ქულის გარდა კი აქტივში 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, ხოლო პასივში 1 შეცდომა და 1 პერსონალური ფოლი აღმოჩნდა. ისიც სათქმელია, რომ მეტოქეები რიკიზე ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ, მისმა ეფექტურობის კოეფიციენტმა კი 26-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ტოპ-16-ის F ჯგუფში მე-2 ტურის მატჩები 9-10 იანვარს ჩატარდება. 9-ში ჰიკმანის “მაკაბი” ყუბანის “ლოკომოტივს” დაუხვდება, ხოლო 10-ში მარკოიშვილის “გალათასარაი” მადრიდის “რეალს” ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113645