ფეხბურთი

11:33 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკი ჰოლანდიის ნაკრებს 2 წლით ჩაიბარებს

ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულებისთანავე გუს ჰიდინკი რომ ჩაიბარებს, ამის შესახებ ევროპულმა სააგენტოებმა ინფორმაცია თითქმის ერთი თვის წინ გაავრცელეს. ამჯერად კი გაირკვა, რომ 67 წლის სპეციალისტი ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ხოლო ევროპის 2016 წლის პირველობის შემდეგ, როდესაც ხელშეკრულების ვადა ამოიწურება, ჰიდინკის ადგილს მისი თანაშემწე დანი ბლინდი დაიკავებს. აქედანვე გარკვეულია ისიც, რომ ბლინდის გარდა გუს ჰიდინკის სამწვრთნელო ჯგუფში კიდევ ერთი ვეტერანი ფეხბურთელი რუუდ ვან ნისტელროიც იმუშავებს.

მომავალ მუნდიალზე ჰოლანდიის ნაკრები ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით გამოვა. ჯგუფში მისი მეტოქეები ესპანეთი, ავსტრალია და ჩილე იქნებიან. 2016 წლის ევროპირველობის შესარჩევ ციკლში კი ჰოლანდია ჯგუფში ჩეხეთთან, თურქეთთან, ლატვიასთან, ისლანდიასთან და ყაზახეთთან ერთად მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114216