ფეხბურთი

22:01 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰეიტინგა “რომაში” გადასვლას არ გამორიცხავს

 

“ევერტონის” ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი ჯონ ჰეიტინგა აცხადებს, რომ ის ინგლისურ გუნდს, დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს. 30 წლის ფეხბურთელს კარიერის იტალიაში, კონკრეტულად კი “რომაში” გაგრძელების პერსპექტივა ხიბლავს.

“ჯერჯერობით, ოფიციალურად გარკვეული არაფერია, მაგრამ ჩემი კონტრაქტი ივნისში იწურება და დიდი ალბათობით, “ევერტონს” დავტოვებ.

“რომა”? ამ გუნდის ინტერესზე ბევრი მსმენია. ვფიქრობ, უფრო კონკრეტული ინფორმაცია მომდევნო კვირაში მექნება. ესპანეთსა და ინგლისში მითამაშია და მინდა, რომ იტალიაში თამაშის გამოცდილებაც მივიღო.

ჩემი დამატებით სერია A-ს რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. აგენტისგან ოფიციალურ ინფორმაციას ველოდები.

“რომა” იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და თუ ინტერესი სერიოზული იქნება, შემოთავაზებას აუცილებლად განვიხილავთ.” – აცხადებს 30 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი.

0.114712