“მანჩესტერ სიტის” მეკარემ, ჯო ჰარტმა “ბაიერნთან” წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ქულა დაიმსახურა და ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა.
“სიტი” ახლოს იყო ქულის აღებასთან, მაგრამ ჯერომ ბოატენგმა ყოფილ გუნდს ამის საშუალება ბოლო წუთზე არ მისცა.
“მთელი შეხვედრა ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა რაღაც მაინც დაგვაკლდა. ძალიან რთულია “ბაიერნთან” სტუმრად თამაში, მაგრამ ქულის აღებასთან ახლოს ვიყავით. ვფიქრობ, რომ “სიტი” ფრეს იმსახურებდა, რადგან ჩვენც გვქონდა მომენტები და ურიგოდ არ გვითამაშია.
ძალიან რთული მატჩები გველოდება წინ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება შეგვიძლია”, – განაცხადა ინგლისელმა მეკარემ.
მომდევნო ტურში, “მანჩესტერ სიტი” “რომას” მიიღებს შინ.
ირაკლი ალიმბარაშვილი