ფეხბურთი

14:12 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰამშიკი “პარმასთვის” მზადაა

“ნაპოლის” ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა ტრავმა მოიშუშა და “პარმასთან” იტალიის ჩემპიონატის უახლოესი ტურის მატჩში სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

ნეაპოლელთა სლოვაკ ლიდერს ზურგის პრობლემები აწუხებდა და ექიმების დაკვირვების ქვეშ იყო. “ნაპოლის” სამედიცინო შტაბი მიიჩნევს, რომ ჰამშიკი სათამაშოდ უკვე მზადაა.

ცნობისათვის, “ნაპოლი” “პარმას” 23 ნოემბერს დაუპირისპირდება.

 

0.116273