ფეხბურთი

14:05 | 24.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჰამბურგი” ბენდტნერში 3 მილიონს იხდის

გერმანიის ბუნდესლიგის “ჰამბურგი” შეტევის ხაზის გაძლიერებას დანიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ფორვარდით გეგმავს. Goal-ის ინფორმაციით, გერმანელები მზად არიან, ნიკლას ბენდტნერის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადონ.

“მეთოფეებმა” 25 წლის ფეხბურთელს პირადად განუცხადეს, რომ მისი აღარ ეიმედებათ და ახალი გუნდი მოეძებნა. ნიკლასი წინადადებების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ არც მადის ნაკლებობას განიცდის და ამბობს, რომ “არსენალს” მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მას ახალი გუნდი ანაზღაურების სახით კვირაში მინიმუმ 58 ათას გირვანქა სტერლინგს შესთავაზებს. სწორედ ასეთია მისი ამჟამინდელი ხელფასი და ბენდტნერი მის დაკლებას არაფრის დიდებით თანხმდება.

დანიელმა ამ მიზეზით უკვე უარყო ხუთი კლუბის წინადადება, მათ შორის ესპანური “მალაგასა” და გერმანული “აინტრახტისა”. ნიკლასს “არსენალთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მან ორჯერ დატოვა კლუბი და “სანდერლენდსა” და “იუვენტუსში” იჯარით თამაშობდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112294