ფეხბურთი

18:40 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰალეშერი” გოგიასადმი “ჰერტას” ინტერესს ადასტურებს

 

გერმანიის მესამე ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერის” მესვეურები ადასტურებენ, რომ ბერლინის “ჰერტა” აკაკი გოგიას შეძენით მართლაც დაინტერესებულია.

ინტერნეტპორტალ liga3-online.de-ს ცნობით, განვლილ ტურში, როდესაც “ჰალეშერმა” შინ “ჰოლშტეინ კილს” 1:0 მოუგო, “ჰერტას” სკაუტები 22 წლის გოგიას და 20 წლის მარსელ ფრანკეს აკვირდებოდნენ.

გოგია “ჰალეშერის” ერთ-ერთი ლიდერია და მისით მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმიცაა” დაინტერესებული, ხოლო ახლა ყურადღება პირველი ბუნდესლიგის “ჰერტამაც” მიაპყრო. მას “ჰალეშერთან” კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ დიდი შანსია მიმდინარე წლის ზაფხულში “ჰერტაში” აღმოჩნდეს.

0.122949