მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესის აგენტმა ენრიკე რეიესმა ოფიციალურად უარყო ესპანური სააგენტოების მიერ ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მადრიდის “რეალი” ჰაინკესთან მოლაპარაკებას აწარმოებდეს.
“მადრიდელებთან აბსოლუტურად არაფერზე გვისაუბრია და გასაკვირია, რატომ აგორდა ეს ჭორი. ვერ გეტყვით, მომავალში რა მოხდება”, – განაცხადა რეიესმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ბაიერნის” ნახევარმცველმა ანატოლი ტიმოშჩუკმა ერთ-ერთ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ “რეალის” დამრიგებლად ჰაინკესის დანიშვნა 99 პროცენტით გადაწყვეტილია.