ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა სამწვრთნელო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. გერმანელი “რეკორდმაისტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლას დანიშვნასაც მიესალმება.
“კატეგორიული განცხადებების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამჯერად, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მწვრთნელობას აღარ ვაპირებ. ფეხბურთიდან ღირსეულად წავედი. გვარდიოლას დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა. ასეთი შანსით მიუნხენელებს აუცილებლად უნდა ესარგებლათ. მათ ჩემი შემცვლელი რომ არ ეპოვნათ, შესაძლოა, კიდევ ერთი სეზონით დავრჩენილიყავი. გვარდიოლა ბრწყინვალე გუნდს იბარებს”, - უთხრა ჰაინკესმა Goal-ს.
ცნობისათვის, ჰაინკესის სამწვრთნელო კარიერა 1979 წელს დაიწყო და გასული სეზონის ბოლოს დასრულდა.