“ბაიერნის” ყოფილ დამრიგებელს, იუპ ჰაინკესს მიაჩნია, რომ მიუნხენური კლუბი კარგა ხანს ევროპაში ყველა ფრონტზე დომინანტი იქნება: “ახლა ”ბაიერნი” ევროპისა და მსოფლიოს უძლიერესი გუნდია, - უთხრა ჰაინკესმა kicker-ს, - მის სერიოზულ კონკურენტებს ვერ ვხედავ და ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს წლებში “ბაიერნს” ოქროს მომავალი ექნება. ჩვენ მხოლოდ საუკეთესოებთან ვაფორმებდით კონტრაქტებს და ნამდვილი მანქანა შევქმენით, რომლის შეჩერება შეუძლებელია. ამას ხოსეპ გვარდიოლაც დაუმატეთ და წარმატება გარანტირებულია.”