ფეხბურთი

19:01 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი: “1-2 გოლის გატანა შესაძლებელია”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, მის გუნდს “ბარსელონას” კარში 1-2 გოლის გატანა ხელეწიფება.

“თამაშის ჩვენი სტილი უნდა შევინარჩუნოთ – დაცვითი ფუნქციები საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს უნდა შევასრულოთ. “ბარსელონა” მსოფლიო დონის გუნდია. კატალონიელები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდებიან. მათგან წამოსული ზეწოლის გასამკლავებლად, პრესინგს პირველივე წუთებიდან უნდა მივმართოთ.

უნდა შევეცადოთ და 1-2 გოლი გავიტანოთ. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია.” – ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენში გამართულ პირველ მატჩში, გერმანელებმა ესპანელები 4:0 გაანადგურეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113425