ფეხბურთი

15:40 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ჰაიდუკი" ლიდერია, ტუდორი კმაყოფილია

 

სპლირის "ჰაიდუკი" გორის "დილასთან" სათამაშოდ ამაღლებული განწყობით ჩამოვა. მართალია, იგორ ტუდორის გუნდს "დილასთან" შინ 0:1 წაგებული აქვს, მაგრამ კარგად მისდის საქმე თავის ჩემპიონატში, სადაც ლიდერი გახდა: მეოთხე ტურში "ჰაიდუკმა" შინ 2:1 აჯობა "დრაგოვოლიაცს" და 10 ქულა აქვს.

ტუდორი კმაყოფილი დარჩა გუშინდელი მატჩით, ხოლო მომდევნო შეხვედრაზე ეს თქვა:

"დრაგოვოლიავმა" შედარებით გახსნილი ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე "დილამ". ამიტომაც, პირველ ტაიმში სივრცეს ადვილად ვპოულობდით. "დილა" "დრაგოვოლიაცზე" კარგი გუნდია, მშვენივრად ფლობენ ბურთს და ფიზმომზადებაც სათანადო დონეზე აქვთ. ცოტა უნდა დავისვენოთ და კიდევ, მჯერა, რომ ქართველების წინააღმდეგ რამდენიმე ფეხბურთელი რომ არ გამოგვკლებოდა, იმ მატჩსაც მოვიგებდით".

"ჰაიდუკიდან" ორივე გოლი ფრანკო ანდრიაშევიჩმა გაიტანა, რომელსაც "დილასთანაც' ჰქონდა გატანის შანსი. ტუდორმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

კალინიჩი, მილიჩი (იონჯიჩი 70), მილოვიჩი, ვრშაევიჩი, იოზინოვიჩი (მიკანოვიჩი 36), ბრადარიჩი, ჩაკტაში, სუშიჩი, ანდრიაშევიჩი, ბენცუნი (მუიანი 79), კიში.

0.117171