ჩოგბურთი

13:18 | 1.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაასი წარმატებულ თამაშს ცოლს უმადლის

 გერმანელმა ტომი ჰაასმა საფრანგეთის ღია პირველობის მეორე წრეში ამერიკელ ჯეკ სოკს 7:6 (7:3), 6:2, 7:5 მოუგო და ბოლო 6 წლის განმავლობაში “როლან გაროსზე” პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 35 წლის ასაკს ზემოთ მოახერხა ამ სადიდსლემო შეჯიბრების მესამე სტადიაზე გაღწევა. საფრანგეთის ღია პირველობაზე ბოლოჯერ ამას შვედმა იონას ბიორკმანმა მიაღწია. 2007 წელს ბიორკმანი მერვედფინალში (მეოთხე წრე) გავიდა და ამ ეტაპზე ესპანელ კარლოს მოიასთან წააგო.

“უპირველესად ჩემ მეუღლეს, სარა ფოსტერს ვუხდი მადლობას. Mან ყველაზე კარგად იცის, როგორ გამამხნევოს და განმაწყოს რთული ორთაბრძოლისთვის. როდესაც მას ტრიბუნაზე დავინახავ და ხელს დამიქნევს, წარმატებით თამაშს ვახერხებ”, - განაცხადა ჰაასმა. ჟურნალისტებმა მას საჩოგბურთო კარიერის დასრულების ვადაზეც ჰკითხეს, რაზეც ტომიმ მიუგო, კორტზე გასვლის და ვარჯიშის მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცი, ამიტომაც იძულებული ვარ, ჩოგბურთის თამაში განვაგრძოო.

“როლან გაროსის” მიმდინარე გათამაშების მესამე წრეში ტომი ჰაასი ამერიკელ ჯონ იზნერს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114007