ული ჰიონესის სახელობის ამხანაგურ ტურნირზე, პეპ გვარდიოლას „ბაიერნი“ კატალონიელი სპეციალისტის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა, ოღონდ არა „ბარსელონას“, არამედ „ბარსა ბ“-ს, რომელსაც ის 2007-08 წლებში წვრთნიდა. მართლაც, „ბარსას“ პირველი გუნდიდან მოედანზე რამდენიმეს თუ შეამჩნევდით, ხოლო ისეთი, რომელსაც კატალონიელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს, მხოლოდ ლეო მესი იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ კონფედერაციის თასზე მოთამაშე ფეხბურთელები კვლავ შვებულებაში არიან. ასეთი „ბარსელონაში“ ათია, რომელთაგან ცხრას ძირითადის მოთამაშე ეთქმის. ამას ისიც ემატებოდა, რომ სტუმრები უმწვრთნელოდ თამაშობდნენ. გუნდიდან წასული ტიტო ვილანოვას შემცვლელს, ხერარდო მარტინოს კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია.
„ბაიერნს“ იძულებითი დანაკლისი არ ჰქონდა. გვარდიოლამ შემადგენლობა ორივე ტაიმზე ისე გადაანაწილა, რომ მიუნხენელებს შესვენებამდეც და შესვენების შემდეგაც მოედანზე ძლიერი გუნდი ჰყავდათ. პირველ ტაიმში, სანამ მესი, სანჩესი და ტელიო მოედანზე იყვნენ, „ბარსამ“ რამდენიმე მომენტი შექმნა, მაგრამ შესვენებამდე, უპირატესობას მაინც მასპინძლები ფლობდნენ.
მე-2 ტაიმის დასაწყისში, ხორდი როურამ ერთდროულად 11 ცვლილება განახორციელა და შედეგად, „ბარსელონას“ ფორმით მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელების ცნობა კატალონიელთა გულშემატკივრებსაც გაუჭირდებოდათ. შესვენების შემდეგ, „ბაიერნმა“ თამაშის სადავეები ხელთ სრულად იგდო და მასპინძლებს რომ მოენდომებინათ, „ბარსელონას“ კიდევ ერთხელ გაანადგურებდნენ, მაგრამ გვარდიოლამ მშობლიური კლუბი დაინდო.
თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა ტიაგო ალკანტარამ, რომელიც რამდენიმე დღის წინათ „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო. მიუნხენელთა მე-6 ნომერს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა.
გოლებს რაც შეეხება. მე-14 წუთზე, რიბერის გადაცემის შემდეგ, ლამმა თავური დარტყმით იხეირა, ხოლო 87-ე წუთზე, მანჯუკიჩმა ცარიელ კარში გაიტანა.
ბაიერნი-ბარსელონა 2:0 (1:0)
მიუნხენი, “ალიანც არენა”
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი (შტარკე 46), რაფინია (ჩანი 73), დანტე (ვან ბუიტენი 59), ბოატენგი (კირხოფი 68), ალაბა, ტიაგო (პისარო 73), ლამი (ლუის გუსტავო 60), კროოსი (შვაინშტაიგერი 68), რობენი (შაქირი 46), რიბერი (კონტენტო 67), მიულერი (მანჯუკიჩი 46).
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.
ბარსელონა (4-3-3): პინტო (ოიერი 46), მონტოია (სერხი გომესი 46), ბარტრა (სერხი სამპერი 46), მასკერანო (ილიე 46), ადრიანო (პატრიჩი 46), სონგი (რომანი 46), დოს სანტოსი (ესპინოსა 46), სერხი რობერტო (პლანასი 46), სანჩესი (კინტილია 46), ტელიო (დანი ნიეტო 46), მესი (კიკო ფემენია 46).
მწვრთნელი: ხორდი როურა.
გოლები: 1:0 ლამი (14), 2:0 მანჯუკიჩი (87).
გაფრთხილებები: მასკერანო 41, ბარტრა 43.
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).