მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბავარიული კლუბის მიერ მოსკოვის “ცსკა”-ს 3:0 ძლევის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ბაიერნის” მიერ ნაჩვენები სანახაობრივი ფეხბურთით კმაყოფილია.
“ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც სრულ ნდობას ვუცხადებთ. ახლა უკვე ვიცით, რომ “ბაიერნს” სანახაობრივი ფეხბურთის თამაშიც შეუძლია” – განაცხადა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინათ, “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა მას-მედიას გაუმხილა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა გვარდიოლას გუნდის შედეგიანი თამაშის მიუხედავად სანახაობრივი მხარით უკმაყოფილო იყო.