ფეხბურთი

17:38 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ვენგერს დიდ პატივს ვცემ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალთან” გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს დიდ პატივს სცემს.

“არსენ ვენგერს დიდ პატივს ვცემ. მისი გუნდი სხვა დანარჩენებისგან თამაშის ხარისხით განსხვავდება. ლონდონელთა თამაში მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს.

“არსენალი” პრემიერლიგის ლიდერთა შორისაა. გუნდი დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას არც ახლა წყვეტს.

მეტოქე გუნდიდან ნახევარდაცვას გამოვყოფ, სადაც კასორლა, იოზილი, უილშირი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი და რემზი თამაშობენ. ეს ფეხბურთელები ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ და ბევრ საგოლე მომენტს ქმნიან.

“არსენალი” აქცენტს ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს და გამონაკლისი არც ეს სეზონია.” – აცხადებს გვარდიოლა 19 თებერვალს გასამართი მატჩის წინ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116465